სასწავლო პროექტი

1.     პროექტის სახელწოდება: ქართული ფეხბურთის ისტორია.

2.     პროექტის მთავარი იდეა: საქართველოში და არამარტო საქართველოში ფეხბურთი ძალზედ პოპულარული სპორტის სახეობაა, ფეხბურთი ხელს უწყობს ფიზიკური თვისებების განვითარებას: გამძლეობა, სისწრაფე და სიმარჯვე. მისი მთავარი არსი არის თამაში ორ გუნდს შორის, თითოეულის მიზანი კი მხოლოდ გამარჯვებაა.

3.     პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს შეექმნებათ საკუთარი დამოკიდებულება ფეხბურთზე.

4.     პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეაგროვებენ ყველა საჭირო მასალას ფეხბურთისა და ფეხბურთელების შესახებ, რის შედეგადაც უფრო დიდ დროს დაუთმობენ ფეხბურთს.

5.     მონაწილეთა ასაკი: 11 წელი.

6.     პროექტის ხანგრძლივობა: 4 კვირა.

7.     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს ექნებათ იმის უნარი, რომ შეძლონ ინფორმაციის და თვალსაჩინოებების სწორად მოძიება.

8.     პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმები, მოედანი, ბურთები და სპორტული თვალსაჩინოებები.

9.     პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ).

1.        აქტივობა: მონაწილეები დავყოთ ჯგუფებად.

1.       ჯგუფი _ მოიძიონ ქართველ საუკეთესო ფეხბურთელთა ფოტო და ვიდეო მასალები.

2.     ჯგუფი _ მოიძიონ ინტერნეტის ან სხვა რამის საშუალებით ( წიგნები, ბიბლიოთეკა.) მათთვის მისაღები საუკეთესო თამაში, მაგალითად თბილის დინამოს. 
                                                                                 
3.     აქტივობა: მოპოვებული მასალების განხილვა. პრეზენტაციის მოწყობა ფეხბურთის მატჩის ჩვენებით.



10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლეებს შეეძლებათ თამამად ისაუბრონ ფეხბურთის ძირითად წესებზე და გაეცნონ ქართული ფეხბურთის მოწინავე სპორტცმენებს.

11.პროექტის ხელმძღვანელი: მ. დოლიძე

12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maradidolidze@gmail.com

No comments:

Post a Comment