გაკვეთილის მთავარი თემა
|
ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში
|
საგანი/პედაგოგი
|
სპორტი/მარადი დოლიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი/ მე-5 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
12 მოსწავლე/სსმ მოსწავლე არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ü კიდევ ერთხელ დავანახოთ და შევახსენოთ მოსწავლეებს
ფეხბურთი
როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახე.
ü მოსწავლეებში გუნდურობისა და პასუხისმგებლობის უნარების
განვითარება.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
მოსწავლეებში ბურთის
დაუფლების ტექნიკის ცოდნა;
·
ბურთის ტარება, შიდა
და გარეთა ტერფის გამოყენებით.
სპ.V.2.
მოსწავლეს ფიზიკური აქტივობისას შეუძლია წარმოაჩინოს ყველა
ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (გადაადგილება, წონასწორობის შენარჩუნება
და მანიპულირება).
ü შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: იყენებს სხვადასხვა
გუნდური თამაშის (ფრენბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, რაგბი) ძირითად ილეთებს, წესებს,ხმოვან სიგნალებს;
ü გადაადგილებისას იჭერს და ზუსტად გადასცემს ბურთს თანაგუნდელს.
ü შეძლებს თამაშის დროს ბურთის ტარებას და კონტროლს.
ფიზიკურ
აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლე ფლობს უნარს გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები როგორებიცაა: მიზნის დასახვა, მიზანდასახული მოქმედება,
პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, ადამიანებთან ურთიერთობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ü ასრულებს თავის ფუნქციას და გრძნობს პასუხისმგებლობას გუნდურ თამაშებში მონაწილეობის დროს;
ü ცდილობს იყოს ლიდერი გუნდში, ამასთანავე, ყოველთვის
ითვალისწინებს თამაშში მონაწილეთა ინტერესებს;
|
წინარე ცოდნა
|
ზოგადი ფიზიკური მომზადება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეების შეფასებას ვახდენ შეფასების სქემის მიხედვით,
გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას - სიტყვიერი კომენტარის სახით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სპორტული მოედანი, მცირე ზომის ალმები და ბურთები.
პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილის
A ფაზა. გამოწვევა
აქტივობა 1- ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება-
6 წუთი, პრეზენტაცია ეხება ქართული კალათბურთის ისტორიის საწყის ეტაპს.
აქტივობა 2 - სპორტულ მოედანზე ორგანიზებული გასვლა
- 4 წუთი.
აქტივობა 3 - მოთელვითი ვარჯიში- 5 წუთი.
აქტივობა 4 - მოსწავლეების გადანაწილება მოედანზე,
საჭირო რაოდენობის ბურთებით უზრუნველყოფა. 3 წუთი.
გაკვეთილის B ფაზა. ცოდნის
კონსტრუირება.
აქტივობა 5 - წყვილებს შორის ბურთების გადაცემა, შიდა
და გარეთა ტერფის გამოყენებით. 10 წუთი.
აქტივობა 6 - ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაში.
12 წუთი.
გაკვეთილის C
ფაზა. შემაჯამებელი.
აქტივობა7 - კითხვა-პასუხი, გასაუბრება, დავალება:
ორგანზებული კლასის გაშვება. 5 წუთი.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment